ახალი ამბები

შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ – მელია კალაძეზე

27 ოქტომბერი, 2021 • 2266
შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ – მელია კალაძეზე

„შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ქალაქებშიც, ევროპულში იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ“, – ასე აფასებს თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მის ფეხბურთის თამაშზე კახა კალაძის გამოხმაურებას.

მელიას თქმით, კალაძეს ფეხბურთის თამაშში არ ეჯიბრება და მისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კლასია. ამის შესახებ მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„წარმოუდგენელია, დღეს, 6 საათის განმავლობაში, ჩვენ მართლაც ფეხით შემოვიარეთ შინდისი, ტაბახმელა, ოქროყანა, კოჯორი, კიკეთი, ფონიჭალა და კრწანისი და მე და მამუკა ხაზარაძე ბავშვებს შევხვდით და ბავშვებმა ფოტოები გადაიღეს ჩვენთან ერთად, უბრალოდ, როგორც ხდება, რამდენჯერმე აკენწლეს. არც გამხსენებია არც ბატონი კალაძე, არავინ. როგორც ხდება, სიტუაციურად. სიმართლე გითხრათ, ეს, რაც გაუკეთებია ბატონ კალაძეს, ძალიან გამიკვირდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ქალაქებშიც, ევროპულში იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ.

წარმოუდგენელია, რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ მე ვეჯიბრები კალაძეს აკენწვლაში? კი ბატონო, თუ დამიწუნა მან მე სპორტული კლასი, და საერთოდ არ ვეჯიბრები, მე ნამდვლიად არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის უმნიშვნელო. ჩემთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური კლასი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავინახე ეს ადამიანი ძალიან პატარა. არ ვიცი, ვინ ურჩია, რატომ გააკეთა, ვირტუოზულ აკენწვლას ჩემგან ვინ ელოდებოდა? სად არიან საერთოდ?!“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს ნიკა მელიამ, მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ ამომრჩევლებთან შეხვედრისას სტადიონზე ფეხბურთი ითამაშეს. აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის მერობის კანდიდატი და ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე, რომელმაც მელიას თამაშის პაროდია გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი