ახალი ამბები

ხატია დეკანოიძემ ქუთაისში ვიცე-მერობის კანდიდატები წარადგინა

25 ოქტომბერი, 2021 • 1086
ხატია დეკანოიძემ ქუთაისში ვიცე-მერობის კანდიდატები წარადგინა

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციონერებისგან შემდგარი კოალიციური გუნდი წარადგინა, ვინც გამარჯვების შემთხვევაში ქუთაისში სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნება.

ვიცე-მერობის კანდიდატებად ხატია დეკანოიძემ წარადგინა:

  • ანა ნაცვლიშვილი – “ლელო”
  • იმედა კლდიაშვილი – “გირჩი -მეტი თავისუფლება”
  • რევაზ ჩომახიძე
  • თემურ ცამციშვილი

“ჩვენ მომავალი გვესახება კოალიციურ მმართველობაში, როდესაც პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩაბარდება წარსულს, დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა, ჩვენ სხვანაირად შევხედავთ მომავალს და, რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლება თავისი ოლიგარქიული მმართველობით წარსულს ჩაბარდება ვადამდელი არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა დეკანოიძემ.

კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოვიდნენ ბადრი ჯაფარიძე, ნინო ბურჯანაძე, პაატა ბურჭულაძე და ზურაბ ჯაფარიძე. მათ არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადეს ხატია დეკანოიძეს.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა საკუთარ გეგმებზე თვითმმარველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. დეკანოიძის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ის გეგმავს, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები მერმა აღარ დანიშნოს, ბიზნესებისთვის გაუქმდეს ქონებისა და მიწის გადასახადი, ასევე, ქუთაისს ჰყავდეს პირველი არჩეული შერიფი, გაშენდეს 50 სკვერი, 30 სპორტული მოედანი, 5 ახალი საბავშვო ბაღი და “ბევრი საკალათბურთო მოედანი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი