ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ომის პარკი” ბაქოში სომეხი ჯარისკაცების ფიგურების გარეშე [ვიდეო]

25 ოქტომბერი, 2021 • 2084
“ომის პარკი” ბაქოში სომეხი ჯარისკაცების ფიგურების გარეშე [ვიდეო]

 

მიმდინარე წლის აპრილში ბაქოში საზეიმოდ გაიხსნა ყარაბაღის ომში გამარჯვების პარკი, სადაც აზერბაიჯანულმა მხარემ წარმოადგინა შეიარაღება და სამხედრო ტანისამოსი, რომელიც 2020 წლის ყარაბაღის ომის მიმდინარეობისას სომხურ მხარეს ეკუთვნოდა.

კასპიის რაიონის სანაპიროზე განთავსებულმა პარკმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია აზერბაიჯანშიც. იმ დროს, როდესაც ბევრი მშობელი შვილთან ერთად სტუმრობდა პარკს და ფოტოებს იღებდა “დამარცხებული სომეხი ჯარისკაცების” ცვილის ფიგურებთან, დაღუპულ სომეხ ჯარისკაცთა სამხედრო ჩაფხუტებთან, გამარჯვების ამგვარი დემონსტრაცია, საერთაშორისო საზოგადოების გარდა, აზერბაიჯანის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმაც გააპროტესტა.

“ეს სამხედრო დანაშაულებზე უარესია, ეს ჩვენი სირცხვილია”, – წერდა ისტორიკოსი ალტაი გეუშევი.

ასევე კრიტიკის საგანი გახდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ფოტო, სადაც ჩანს, რომ საზეიმოდ ხსნიდა პარკს სამხედრო ჩაფხუტების ფონზე.

“ეს ჰუმანიზმის დაცინვაა, ეს სამხედრო ეთიკას ეწინააღმდეგება”, – წერდნენ მოქალაქეები.

ამის მიუხედავად, ეს კრიტიკა ხელს არ უშლიდა მოქალქეებს, მისულიყვნენ და სამხედრო რეკვიზიტებისა და სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურებთან ფოტოები გადაეღოთ.

პარკის გახსნიდან დაახლოებით ნახევარი წელი გავიდა. პარკიდან გატანილია ჯარისკაცების ფიგურები და მოკლულთა ჩაფხუტები. ამჯერად, გარემო ნაკლებად წარმოაჩენს იმას, თუ რამდენად დაზარალდა მტრის ძალა.

სათუოა, აღნიშნული გადაწყვეტილება ხალხის მიერ ჰუმანიზმის მოწოდებით ყოფილიყო განპირობებული. პარკის გასხსნამ რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. სომხეთმა კი აზერბიჯანის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. მალევე პრეზიდენტმა ალიევმა გარკვეული “შეუსაბამო” ექსპონატების გატანის ბრძანება გასცა.


ამავე თემაზე:

გენოციდის წახალისება – ალიევის გახსნილ “ომის პარკს” სომხეთის ომბუდსმენი ეხმაურება

მასალების გადაბეჭდვის წესი