ახალი ამბები

რუსთავში ენმ-ის შტაბთან დაპირისპირება მოხდა

24 ოქტომბერი, 2021 • 1879
რუსთავში ენმ-ის შტაბთან დაპირისპირება მოხდა

რუსთავის მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის შტაბთან დაპირისპირება მოხდა.

დავით კირკიტაძის თქმით, რუსთავში ენმ-ის ოფისთან ოფისთან სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ და მისი შტაბის წევრებს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ოფისში ძალადობრივად შეჭრას შეეცადნენ:

„ეს იყო პირდაპირ ოფისზე თავდასხმა, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლა და ადამიანებს მიაყენეს დაზიანებები. ამაზე მძიმე ფაქტი არ არსებობს. ჩვენ ეს ყველაფერი გადაღებული გვაქვს. ყველა ქვეყნის საელჩოს,ეუთო/ოდირის  დამკვირვებლებს, რომლებიც ჩამოდიან და სიმშვიდეზე გველაპარაკებიან მინდა მათ ვუთხრა ამას რა ჰქვია? იდენტიფიცირებულები არიან ადამიანები, რომლებმაც მოაწყეს ოფისზე თავდასხმა. ადამიანები დაშავდნენ, ერთ-ერთი არის საკრებულოს წევრი,“ – ამბობს დავით კირკიტაძე „მთავარ არხთან“.

როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ფოტო: „მთავარი არხი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი