ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა, დაიღუპა 43 პაციენტი – 24 ოქტომბერი

24 ოქტომბერი, 2021 • 1141
გამოვლინდა კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა, დაიღუპა 43 პაციენტი – 24 ოქტომბერი

24 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 32 011 ტესტით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 10.73% შეადგინა. ბოლო 14 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი – 9.06%-ია, ხოლო 7 დღის – 9.13%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაიღუპა 43 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 742 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევების განაწილება ასეთია:

თბილისი 1 208 შემთხვევა;
აჭარა – 87;
იმერეთი – 729;
ქვემო ქართლი – 221;
შიდა ქართლი – 195;
გურია – 98;
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235;
კახეთი – 539,
მცხეთა-მთიანეთი – 48;
სამცხე-ჯავახეთი – 68;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511, საიდანაც 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმეა 1 490 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 545, აჭარაში – 132, იმერეთში – 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 28.

მასალების გადაბეჭდვის წესი