ახალი ამბები | ,

“ლისის ფერდზე მიწა დაიძრა” — თეა გოდოლაძის ცნობა და მერიის პასუხი

23 ოქტომბერი, 2021 | | 2131
“ლისის ფერდზე მიწა დაიძრა” — თეა გოდოლაძის ცნობა და მერიის პასუხი

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, თბილისში, ლისის ფერდზე, მშენებლობის გამო “მიწა დაიძრა”. სეისმოლოგის მიერ გავრცელებულ ცნობას უპასუხეს მერიაში, სადაც მიწის “მცირე ნაწილის” ჩამოშლაზე საუბრობენ.

“მიწა დაიძრა მშენებლობის გამო! ისევ ლისის ფერდი! მეტი რაღა ვთქვათ. ვინ ხართ ხალხო! რას ერჩით ამ ქვეყანას!!!” — წერს გოდოლაძე სოციალურ ქსელში, პოსტზე თანდართულ ვიდეოში კი მიწაში გაჩენილი ნაპრალები ჩანს.

საპასუხოდ, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ ადგილზე 1 კვირის წინ გააჩერა მშენებლობა, რომელსაც კერძო პირი ახორციელებს.

“მიწის მცირე ნაწილი ჩამოშლილია”, — აღნიშნავენ უწყების პრესსამსახურში.

მერიის თანახმად, 24 ოქტომბერს ადგილზე მივა კონსტრუქტორი და “მერიის დავალებით დაიწყება დაგეგმარება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი