ახალი ამბები

ნაც.მოძრაობის ამომრჩევლის მცირე ნაწილს უფრო ვეზიზღები, ვიდრე ივანიშვილი – მელია

21 ოქტომბერი, 2021 • 2564
ნაც.მოძრაობის ამომრჩევლის მცირე ნაწილს უფრო ვეზიზღები, ვიდრე ივანიშვილი – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისი პარტიის ამომრჩევლების მცირე ნაწილს ის „უფრო მეტად ეზიზღება“, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი.

„დღე არ გავა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა არ გამაკრიტიკონ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რაღაც მცირე ნაწილი, რომელსაც უფრო მეტად ვეზიზღები, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა მელიამ 21 ოქტომბერს „ტვ პირველის“ ეთერში.

„მაგრამ ჩვენ ამ კოალიციურ გუნდს, მე პირადად, ვუყურებ, როგორც საწინდარს უდიდესი წარმატებისა მომავალში“, – განაცხადა მელიამ და კოალიციური მმართველობის საჭიროებას გაუსვა ხაზი:

„მით უმეტეს, [ქვეყნის დემოკრატიის] გარდამავალ ეტაპზე გვჭირდება კოალიციური მთავრობა, რათა ბევრ სფეროში, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში, რეფორმა გავატაროთ“.

„ახლა რომ ყოფილიყო კოალიციური მმართველობა, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე რომ ყოფილიყო შინაგან საქმეთა მინისტრი და ზურა ჯაფარიძე რომ ყოფილიყო გენპროკურორი, და ამ დროს ზუგდიდის პოლიციის უფროსს ჩაედო იარაღი რაფავასთვის, და თუ შსს მინისტრი მას ხელს დააფარებდა, გენპროკურორი ბრიფინგს მოაწყობდა და მას საჯაროდ გააკრიტიკებდა“, – განაცხადა მან.

მელიას თქმით, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობა უარყოფითად აისახება მოქალაქეებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი