ვარკეთილში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს, სატვირთო ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული – ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.