ახალი ამბები

“მხარს ვუჭერ კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში” — სააკაშვილი

20 ოქტომბერი, 2021 • 1312
“მხარს ვუჭერ კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში” — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიესალმება თბილისის ალტერნატიული მთავრობის შემადგენლობას.

ციხეში მყოფი სააკაშვილის განცხადება Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“მე მთლიანად მხარს ვუჭერ ჩვენი თბილისის მთავრობის მრავალფეროვნებას და კოალიციურ მმართველობას დედაქალაქში. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება, ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება საერთო იდეის გარშემო. შეიცვალოს ოცნების რეჟიმი მრავალპარტიული და მრავალფეროვანი და ეფექტური მმართველობით, ნიკა მელიას ხელმძღვანელობით. ამისათვის უმნიშვნელოვანესია, ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, პოლიტიკურმა პარტიებმაც და მოქალაქეებმაც, და არჩევნებში დავამარცხოთ “ქართული ოცნების” რეჟიმი და დავიცვათ არჩევნების შედეგი”, — აცხადებს სააკაშვილი.

ის მიესალმება “ხალხზე ორიენტირებული პოზიტიური დღის წესრიგის მთავარ ოპოზიციურ გზავნილად ქცევას”.

“მივესალმები ამ გზავნილების კიდევ უფრო გაძლიერებას. ყველა ჩვენს გულშემატკივარს შევახსენებ, რომ ჩემი ტყვეობიდან დახსნის გზა სწორედ 30 ოქტომბერს, მეორე ტურში, არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე და რეჟიმისთვის ხმების გაყალბების შესაძლებლობის არმიცემაზე გადის. ჰაერში ტრიალებს გამარჯვების და ცვლილებების სუნი და ეს შანსი ჩვენ ხელიდან არ უნდა გავუშვათ”, — აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის ჩრდილოვანი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.

თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი [სრულად]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი