ახალი ამბები

მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის 4 კანდიდატი წარადგინა

20 ოქტომბერი, 2021 • 2545
მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის 4 კანდიდატი წარადგინა

თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტში თბილისის მერის მოადგილის პოსტებს მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე იკავებენ.

მოადგილეობის კანდიდატები დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელიამ დაასახელა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა.

ნიკა მელია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს დატოვებს.

“მე გამარჯვების შემდეგ აღარ დავიკავებ პარტიულ მაღალ თანამდებობას “ნაციონალურ მოძრაობაში” და რიგით წევრად დავრჩები. სანამ ვიქნები დედაქალაქის მერი, ორ პოზიციას ერთდროულად არ დავიკავებ”, — განაცხადა ნიკა მელიამ.

თბილისის მერის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს კახა კალაძე და ნიკა მელია დაუპირისპირდებიან, 30 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი