ახალი ამბები

„ეს იქნება სამობილიზაციო აქცია“ — კობახიძე „ოცნების“ აქციაზე

20 ოქტომბერი, 2021 • 1531
„ეს იქნება  სამობილიზაციო აქცია“ — კობახიძე „ოცნების“ აქციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ მეორე ტურამდე პარტია აქციას გამართავს, ეს საარჩევნო ღონისძიება იქნება.

ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ 28 ოქტომბერს თბილისში „ქართული ოცნება“ აქციას გამართავს.

„პირველ რიგში, ეს იქნება 2 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების აქცია, თუ ასეთი დაიგეგმება [28 ოქტომბერს] და ეს იქნება სამობილიზაციო 30 ოქტომბრის მეორე ტურებისათვის. ეს არის საარჩევნო ღონისძიება“, — განაცხადა კობახიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი