ახალი ამბები

სააკაშვილი რომან შამათავას და სხვა პატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

19 ოქტომბერი, 2021 • 1329
სააკაშვილი რომან შამათავას და სხვა პატიმრებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ფირცხალავას, რომან შამათავას და გიორგი ცააძეს, რომლებიც მისი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

სააკაშვილის მიმართვა ციხიდან “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ გამოიტანა, რომელიც მას დღეს, 19 ოქტომბერს, შეხვდა.

“გავიგე, რომ საპატიმროში მყოფი სამხედროები შიმშილობენ ჩემთან სოლიდარობის ნიშნად. ისიც გავიგე, რომ მინიმუმ ერთი მათგანის, რომან შამათავას მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. რომან შამათავა არის საქართველოს ეროვნული გმირი. მინდა კი არ გთხოვოთ, არამედ, როგორც თქვენმა ყოფილმა უმაღლესმა მთავარსარდალმა, მოვითხოვო, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ შიმშილობა. ჩემი მსხვერპლიც საკმარისია ამ ეტაპზე. ძმური სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი”, – წერს სააკაშვილი.

ირაკლი ფირცხალავა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, გიორგი ცააძე- სს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე. ორივე მათგანი სასჯელს ე.წ. კორტების საქმეზე იხდიან.

რომან შამათავა კუდის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსია, რომელიც სასჯელს იხდის პაატა ქარდავასა და დავით ცინდელიანის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკველელობის მცდელობის საქმეზე.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების მომენტიდან შიშმილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი