ახალი ამბები

კობახიძე: ბათუმის საკრებულოში გვეყოლება უმრავლესობა

19 ოქტომბერი, 2021 • 11746
კობახიძე: ბათუმის საკრებულოში გვეყოლება უმრავლესობა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბათუმის საკრებლოში სტაბილურ უმრავლესობას მოიპოვებს.

„მათ შორის ბათუმში ქართულ ოცნებას ექნება სტაბილური უმრავლესობა, ამას გპირდებით მე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ჩვენ ვითანამშრომლებთ საკრებულოს ცალკეულ წევრებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არჩევნების შედეგების თანახმად, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებს, საერთო ჯამში, 19 წევრი ანუ უმრავლესობა ეყოლებათ, მათ შორის:

    • „ნაციონალური მოძრაობა“ – 15 მანდატი
    • „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 მანდატი
    • „ლელო“ – 1 მანდატი

ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 16 მანდატი ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი