ახალი ამბები

ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ აქვთ? — სამადაშვილი ოცნებას

19 ოქტომბერი, 2021 • 1514
ნახევარ მილიონ მოქალაქეს ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ აქვთ? — სამადაშვილი ოცნებას

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, “ქართული ოცნება”  “ნაციონალურ მოძრაობის” დასრულებაზე  განცხადებებით პარტიის ნახევარი მილიონ ამომრჩევლს ეუბნება, რომ მათ ამ ქვეყანაში არსებობის უფლება არ აქვთ. ამის შესახებ სამადაშვილმა დღეს, 19 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მან “ქართლი ოცნების” დეპუტატებს მიმართა, რომ რადგან ახლა “ზიზღზე მაღლა დადგომა ვერ შეძლეს”, მომავალში შერცხვებათ.

“ვის ასრულებთ, ქალბატონებო და ბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს?! მათ ეუბნებით, რომ მათ არსებობის უფლება არ აქვთ და ბოროტება რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში, ისინი უნდა დასრულდნენ?! ამას ეუბნებით იმ ათიათასობით ადამიანს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქუჩაში გამოვიდა და გეუბნებათ, რომ არ მიიღებს უსამართლო თამაშის წესებს?!

ამას ეუბნებით კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც გეუბნებათ, რომ ქვეყანა, სადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი არის საპატიმროში და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს. მე მგონია, თქვენ ვერ ხვდებით, რომ ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში, არის აისბერგის წვერი და ყველა ერთად ძალიან სწრაფად მივექანებით სრული კრახისკენ. ამ ნავში ჩვენ ყველანი ერთად ვსხედვართ, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა”, —განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების წინ “ქართულმა ოცნებამ” ვიდოერგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების წევრების კადრებია და სრულდება მოწოდებებით “ნაცობა სირცხვილია” და “დავამთავროთ ნაცები”.

ვიდეო  18 ოქტომბერს “ქართული ოცნების” ფეისბუქგვერზე გამოქვეყნდა, პარალელურად კი, მმართველი პარტია პარლამენტში სიძულვილის ენის შემზღუდავი სარეკლამო ბანერების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა. ამ იდეის ინიციატორი კომპანია “ალმაა”

მასალების გადაბეჭდვის წესი