ახალი ამბები | ეკონომიკა |

იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 24%-ით გაიზარდა — საქსტატი

19 ოქტომბერი, 2021 | | 1548
იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 24%-ით გაიზარდა — საქსტატი

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) თითქმის 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი) მთლიანი ექსპორტის 72.7 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9 პროცენტით გაიზარდა და 2.17 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები ადგილობრივ ექსპორტში:

  • ჩინეთი – 20.9%;
  • რუსეთი – 17.9%;
  • თურქეთი – 10.2%;
  • ბულგარეთი – 6.7%;
  • უკრაინა – 5.5%;
  • აშშ – 5.4%;
  • სომხეთი – 4.4%;
  • აზერბაიჯანი 3.7%;
  • დანარჩენი ქვეყნები – 25.6%.

2021 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 571.7 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 26.4%-ს შეადგენს.

ექსპორტში [რეექსპორტის გათვალისწინებით] სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი მხოლოდ ადგილობრივი ექსპორტითაა წარმოდგენილი და  აქაც 571.7 მლნ აშშ დოლარითაა განსაზღვრული.

იმავე საანგარიშო პერიოდში საქართველოში 530.2 მლნ აშშ დოლარის სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი განხორციელდა.

საქართველოდან მთავარი საექსპორტო ნედლეული, გარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატებისა, იყო ფეროდშენადნობები, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 14.6%-ით განისაზღვრა, ღვინო — 7.6%, მინერალური წყლები — 4.8%, თხილი და კაკალი — 3.2%.

მასალების გადაბეჭდვის წესი