ახალი ამბებიხელოვნება

რა იცი რეპრესირებულ ქართველ მწერლებზე [ტესტი]

18 ოქტომბერი, 2021 • 5270
რა იცი რეპრესირებულ ქართველ მწერლებზე [ტესტი]

საბჭოთა ეპოქაში კომუნისტური პარტია ამტკიცებდა, რომ მწერლობა და ზოგადად ხელოვნება პარტიული, კლასობრივი უნდა ყოფილიყო. ლიტერატურის და ხელოვნების ლენინური პრინციპებისთვის დაქვემდებარებამ უამრავი უნიჭო ავტორი ამოატივტივა ლიტერატურული ცხოვრების ზედაპირზე, რადგან  საკმარისი იყო ხოტბა შეგესხა კომუნიზმისა და ბელადებისთვის – უმალ მოიწონებდნენ ცეკას სხდომებზე და პრივილეგიებიც გარანტირებული ჰქონდათ ასეთ ავტორებს.

ვისი შემოქმედებაც ინდივიდუალიზმს, ეროვნულობის თუნდაც მცირე ნიშნებს შეიცავდა და მეგობრობდა სისტემის ,,მტრებთან” თავადაც მტრად მიიჩნეოდა. უკეთეს შემთხვევაში მათ მწერალთა კავშირიდან რიცხავდნენ, უარეს შემთხვევაში კი სასიკვდილო განაჩენისთვის იმეტებდნენ.

„დიდი ტერორის” რეპრესიებს ვერ გადაურჩა ვერავინ, ვინც კი ოდნავ მაინც იყო შემჩნეული საბჭოთა სისტემის ,,ღალატში”. შეავსე ტესტი და შეამოწმე რა გახსოვს რეპრესირებული ქართველი მწერლების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი