ახალი ამბები

აშშ-ში ქალი ვაგონში სხვა მგზავრების თვალწინ გააუპატიურეს, მას არავინ დაეხმარა — მედია

18 ოქტომბერი, 2021 • 9585
აშშ-ში ქალი ვაგონში სხვა მგზავრების თვალწინ გააუპატიურეს, მას არავინ დაეხმარა — მედია

აშშ-ში ქალი მიმავალი მატარებლის ვაგონში გააუპატიურეს. მიუხედვად იმისა, რომ მომხდარს თვითმხილველები ჰყავდა, მას არცერთი მგზავრი არ დაეხმარა.

შემთხვევა პენსილვანიის შტატში წინა კვირას მოხდა, მალევე დააკავეს 35 წლის ბრალდებულიც. მას ბრალად ედება თავდასხმა და სექსუალური ძალადობა.

მედიაში პარასკევს გავრცელდა პოლიციის ოფიციალური განცხადებაც, სადაც განყოფილების უფროსმა ტიმოთი ბერნჰარდტმა თქვა, რომ მიუხედავად ხალხმრავლობისა, ქალს არავინ დაეხმარა. საბოლოოდ, პოლიცია მატარებლის თანამშრომლებმა გამოიძახეს.

მისივე თქმით, თვითმხილველებს რაიმე რომ ემოქმედათ, თუნდაც დაერეკათ პოლიციაში, ძალადობის აღკვეთა უფრო მალე იქნებოდა შესაძლებელი.

„შემაშფოთებელია. გაოგნებული ვარ, სიტყვები არ მყოფნის. ვერც წარმომიდგენია, რომ ასეთი რამ საკუთარი თვალით დაინახეს. დაინახეს, რა გადაიტანა ამ ქალმა და  არავინ დაეხმარა“, — აცხადებს ბერნჰარდტი.

როგორც NBC-ის ადგილობრივი კორესპონდენტი პოლიციის წარმომადგენლობაზე დაყრდნობით ამბობს, რომ ძალადობისას ქალმა გონება დაკარგა.

გარეკანი ფოტო: NBC

მასალების გადაბეჭდვის წესი