ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. როგორც “ნეტგაზეთს” დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შენობა, რომელსაც კედელი ჩამოეცალა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და იქ 12 ოჯახი ცხოვრობდა. გამგეობის თქმით, 2013-2015 წლებში რამდენიმე ოჯახი ქირით გაიყვანეს, ნაწილი კი საკუთარი ინიციატივით გადავიდა სხვა საცხოვრებელში.
გამგეობაში ამბობენ, რომ მიუხედავად გამგეობის რამდენიმე შეთავაზებისა, 3 ოჯახი საცხოვრებლის დატოვებაზე უარს აცხადებს.
როგორც “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში განუმარტეს, უახლოეს დღეებში გადაწყდება, თუ რა სამუშაოები ჩაუტარდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობას.
