ახალი ამბები |

აშშ აკვირდება სააკაშვილის გარშემო არსებულ მოვლენებს – კელი დეგნანი

17 ოქტომბერი, 2021 | | 2608
აშშ აკვირდება სააკაშვილის გარშემო არსებულ მოვლენებს – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის გარეშემო არსებულ მოვლენებს”.

„ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებას აქცევს სააკაშვილთან დაკავშირებულ მდგომარეობას. ასევე, ვაშინგტონი და აშშ-ის საელჩო ყურადღებით ვაკვირდებით მის გარშემო არსებულ მოვლენებს.

ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების მეორე ტურზე და პარტიების მხრიდან ამომრჩევლებთან ურთიერთობებზეც ვიყოთ ორინეტირებულები.

მიმაჩნია არსებობს სივრცე, რომ წინასაარჩევნოდ პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე მოხდეს, პროგრამების გაცნობის კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პერიოდი არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისათვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი