ახალი ამბები

ვეტერანთა 22-ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება – ღარიბაშვილი

17 ოქტომბერი, 2021 • 2238
ვეტერანთა 22-ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვეტერანთა 22-ლარიანი დანამატი გადაიხედება და 2022 წლის იანვრიდან იგი 5-ჯერ გაიზრდება.

მან ეს განცხადება 17 ოქტომბერს, ვეტერანთა დღეს ვეტერანებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება.

თქვენი დაფასება არის არამხოლოდ ღვაწლის და დამსახურების აღიარება, არამედ ეს არის ზრუნვა მომავალზე.

ჩვენს ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღევანდელ შეხვედრაზე ვეტერანებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი