ახალი ამბები

ავიცრათ, სხვანაირად გვექნება მძიმე ნოემბერი – ამირან გამყრელიძე

17 ოქტომბერი, 2021 • 1901
ავიცრათ, სხვანაირად გვექნება მძიმე ნოემბერი – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აიცრან.

“სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ჩვენი თანამემამულეების წინაშე გახლავთ, რომ ყველამ გავითავისოთ ის, რომ სერიოზულად უარესდება ეპიდსიტუაცია.

ყველამ ვატაროთ პირბადე – ეს ხომ არის უმარტივესად შესასრულებელი რეკომენდაცია.

მეორე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ყოველგვარ დიდ შეკრებას, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს.

წავიდეთ და ავიცრათ ბატონებო, ერთმანეთისთვის ავიცრათ, ქვეყნისთვის ავიცრათ, იმიტომ რომ სხვანაირად გვექნება მძიმე ნოემბერი.

როდესაც 1.8 რეპროდუქციის ინდექსი რომ გვაქვს, ეს არის ძალიან საგანგაშო, ანუ გავრცელება ძალიან სწრაფია და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

დღეს, 17 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 28 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი