ახალი ამბები

ფოტოხაფანგმა ჯიქი 12 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირა

17 ოქტომბერი, 2021 • 2455
ფოტოხაფანგმა ჯიქი 12 წლის შემდეგ პირველად დააფიქსირა

12 წლის შემდეგ, ჯიქი, იგივე ლეოპარდი, საქართველოში დააფიქსირეს.

ინფორმაციას ორგანიზაცია „ნაკრესი“ და დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

იგი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე, სახეობათა კონსერვაციის ცენტრის (NACRES) ფოტოხაფანგმა აგვისტოში დააფიქსირა.

საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. მისი ბოლო ნაკვალევი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იქნა ნაპოვნი.

მასალების გადაბეჭდვის წესი