ახალი ამბები

4 581 ახალი შემთხვევა, 28 გარდაცვლილი – 17 ოქტომბერი

17 ოქტომბერი, 2021 • 1170
4 581 ახალი შემთხვევა, 28 გარდაცვლილი – 17 ოქტომბერი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 2 494 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 123 კვლევა ტესტი.

16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.99%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 468 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 525 შემთხვევა, აჭარა – 161, იმერეთი – 876, ქვემო ქართლი – 255, შიდა ქართლი – 200, გურია – 112, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 349, კახეთი – 878, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 95, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 50.

მასალების გადაბეჭდვის წესი