ახალი ამბები

ბრიტანელი პარლამენტარი მოსახლეობასთან შეხვედრისას მოკლეს

15 ოქტომბერი, 2021 • 1478
ბრიტანელი პარლამენტარი მოსახლეობასთან შეხვედრისას მოკლეს

დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კონსერვატორი დევიდ ეიმესი ლონდონის სიახლოვეს, ესექსში, ამომრჩეველთან შეხვედრისას მოკლეს.

ეიმესი ამომრჩეველს ერთ-ერთ ეკლესიაში ხვდებოდა, რა დროსაც მას ახალგაზრდა კაცი დანით დაესხა თავს. 69 წლის ბრიტანელი კანონმდებელი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მალევე დააკავა 25 წლის თავდამსხმელი, ამოღებულია მკვლელობის იარაღიც.

ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი.

ეიმესი ბრიტანეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო 1983 წლიდან. მას ცოლი და 5 შვილი დარჩა.

იმესი არის მეორე ბრიტანელი კანონმდებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომელიც სწორედ ანალოგიურ ვითარებაში მოკლეს. 2016 წელს თავდამსხმელმა მოკლა ლეიბორისტი დეპუტატი ჯო კოქსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი