საქართველოსთან მარცხის შემდეგ, კოსოვოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ბერნარდ შალანდი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.
მწვრთნელის გადაყენებამდე კოსოვოს ნაკრებმა შვედეთთან შეხვედრა ანგარიშით 3:0 დათმო, ხოლო საქართველოსთან პრიშტინაში გამართულ მატჩში 1:2 დამარცხდა, რის შედეგადაც კოსოვო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფის ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
შვეიცარიელი მწვრთნელი კოსოვოს ნაკრებს 2018 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა.
კოსოვოსთან გამარჯვება ისტორიული მოვლენა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისთვის. ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება ბოლო 9 წლის განმავლობაში.
ფოტო გარეკანზე: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია