ახალი ამბები

ამ კვირიდან გრიპზე ორსულებს, ექიმებსა და დიალიზზე მყოფებს აცრიან – გამყრელიძე

12 ოქტომბერი, 2021 • 1270
ამ კვირიდან გრიპზე ორსულებს, ექიმებსა და დიალიზზე მყოფებს აცრიან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომელი ჯგუფი როდის შეძლებს აცრას გრიპზე.

გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანამ იყიდა 200 ათასი დოზა ვაქცინა, რომელთაგან 40 ათასი დოზა უკვე ქვეყანაშია და დარიგებულია ქსელში.

„ამ კვირაში იწყება სამი რისკჯგუფის აცრა, ესენია სამედიცინო პერსონალი, ორსული ქალები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.

შემდეგ, 20-დან 25-მდე , დაახლოებით  ამ პერიოდში ველოდებით დანარჩენ 160 ათას დოზას გრიპის ვაქცინისას და ის უკვე განაწილდება შესაბამისად იმ დანარჩენ რისკჯგუფებზე, როგორებიც არიან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, ბავშვები, რომელთა გარკვეულ რისკჯგუფებში შედიან და სხვა. ეს ყველაფერი არის უფასო. პარალელურად, დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე კერძო სექტორი შემოიტანს დოზებს ვაქცინებისა, რათა უფრო ბევრი ადამიანი მოვიცვათ“, – აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, წელს სამედიცინო საზოგადოება უფრო სერიოზული გრიპის პანდემიას ელოდება, ვიდრე შარშან – „დამცინებთ ახლა, მაგრამ სწორედ ამიტომ განიხილება ის ტერმინი, რომელსაც ტვინდემია ჰქვია“.

გრიპის ვაქცინის რამდენ დოზას ველოდებით და როდის დაიწყება აცრები

მასალების გადაბეჭდვის წესი