ახალი ამბები

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “სახალხო მოძრაობა” რუსთაველზე აქციას მართავს

10 ოქტომბერი, 2021 • 2448
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით “სახალხო მოძრაობა” რუსთაველზე აქციას მართავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით “სახალხო მოძრაობა” თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს. “სახალხო მოძრაობა” საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნასაც მოითხოვს.

“ცოტა გვიანდება აქციები. გასაგებია, რომ შეიძლება დიდი აქციისთვის ემზადებოდე ან რაღაც, მაგრამ ვიღაცამ უნდა დაიწყოს. ჰოდა დაიწყო “სახალხო მოძრაობამ” ემიგრანტების დიდი ძალისხმებით. მათი სურვილია, რომ ღამე დარჩნენ… ამ აქცია შემოუერთდება მისი [სააკაშვილის] პარტია ცხადია 14-ში. ჩვენ ყველანი ერთნი ვართ და მოთხოვნაც ეს არის – მახინჯმა მართმსაჯულებამ რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტი არ უნდა გაასამართლოს”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა, თაკო ჩარკვიანმა “მთავარ არხთან”.

დღევანდელ აქციას ოფიციალურად არ შეუერთდნენ პარტიები: “ლელო”, “გირჩი – მეტი თავისუფლება” და “სტრატეგია აღმაშენებელი”.

“ლელოს” წარმომადგენლის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პარტია დღევანდელ აქციას არ უერთდება. “გირჩი – მეტი თავისუფლების” წარმომადგენლემა კი განაცხადა, რომ პარტია “მოაზროვნე ადამიანების ერთობაა” და თავად გადაწყვეტენ, მივიდნენ თუ არა აქციაზე.

ვიდრე ქვეყანაში აქციები იმართება პერსონალური ან პარტიული იდენტიფიცირებით, ძალიან ძნელია პარტიული სახელით სხვა პარტიები ჩაერთონ ამაში. ჩვენ ჩვენს მომხრეებს ამ აქციებში მონაწილეობას არ ვუშლით, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობას, რა თქმა უნდა, ვიდრე ქვეყანაში არ არის სასამართლო, ყველა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანი პოლიტპატიმრად ჩაითვლება”, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელმა, პაატა მანჯგალაძემ “ფორმულასთან” საუბარში.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინ ზუგდიდში მიმდინარე აქციისას 14 ოქტომბერს 18:00 საათზე თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქცია დააანონსა.

გარეკანის ფოტო: “მთავარი ახრი”

მასალების გადაბეჭდვის წესი