ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატში მძიმე წონაში 20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, საბა ინანეიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ინანეიშვილმა ჩემპიონატის ფინალში უნგრელი ძიუდოისტი დაამარცხა.
ქართველმა ძიუდოისტმა გამარჯვება ემიგრანტ დედას მიუძღვა:
“მისთვის გავიმარჯვე, ეს ოქროს მედალი მას ეკუთვნის”, – განაცხადა ჩემპიონატის შემდეგ ახალგაზრდა სპორტსმენმა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საბა ინანეშვილის და მისი დედის, გვანცა ჭანტურიძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც სპორტსმენის დედა ხუთი წელია მილანში ცხოვრობს.
“ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი ჩემი შვილის განვითარებას. ყოველ ჯერზე, როდესაც ის რაიმე მედალს მოიპოვებდა მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ჩემთვის გაიმარჯვა და მე მიძღვნიდა მედლებს”, – ამბობს გვანცა ჭანტურიძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასთან.
გვანცა შვილის ასპარეზობის სანახავად ოლბიაში ჩავიდა:
“გამარჯვების შესახებ ტელეფონით გაგება და საკუთარი თვალით ნახვა სხვადასხვაა”, – ამბობს გვანცა.
გარეკანის ფოტო: ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია