ახალი ამბები

გომელაურის თქმით, შსს იძიებს ასევე გაცემულ ნებართვებსა და საბუთებს

9 ოქტომბერი, 2021 • 998
გომელაურის თქმით, შსს იძიებს ასევე გაცემულ ნებართვებსა და საბუთებს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, გამოძიება ჩამონგრეული კორპუსის საქმეზე მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, მათ შორის, გაცემული სამშენებლო ნებართვების.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ჩამონგრეული კორპუსის სარდაფისა და ბინის გაერთიანების მოთხოვნით 2021 წლის 4 ნოემბერს საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა მიმართა. რეესტრმა ეს მოთხოვნა 8 ოქტომბერს ანუ ჩამონგრევის დღეს დაახარვეზა.

სწორედ ამაზე ჰკითხეს გომელაურს დღეს ჟურნალისტებმა.

„გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. თუ გამოვლინება, მიეცემიან პასუხისმგებაში,  თუ არასწორი ნებართვა გაიცა ან არასწორად აწარმოებს რაიმე საბუთები,“ – ამბობს გომელაური.

დამაზუსტებელ კითხვებზე ის პასუხობს, რომ ჯერჯერობით ბათუმის მერიიდან არავინ გამოკითხულა და საჭიროა დრო.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 5 ცხედარი, მათგან ორი – ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/369535/

 

მასალების გადაბეჭდვის წესი