ახალი ამბები

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი სარემონტო სამუშაოები იყო – შსს

9 ოქტომბერი, 2021 • 2127
ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი სარემონტო სამუშაოები იყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორპუსი ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები იყო.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამი ადამიანი დააკავა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია,“ – წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება.

დანაშაული 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 5 ცხედარი, მათგან ორი – ბავშვია.

ჩამონგრევის შემდეგ მალევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება.

მასალების გადაბეჭდვის წესი