ახალი ამბები

თაკო ჩარკვიანი 10 და 14 ოქტომბერს რუსთაველზე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებს

8 ოქტომბერი, 2021 • 2033
თაკო ჩარკვიანი 10 და 14 ოქტომბერს რუსთაველზე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს აანონსებს

პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა 10 ოქტომბერს რუსთაველზე საპროტესტო აქცია დააანონსა.

“10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რუსთაველზე, “სახალხო მოძრაობა” ვაანონსებთ მრავალათასიან აქციას, იმ შეპირებულ აქციას, რომელზეც ამდენი ხანი ვსაუბრობდით. “სახალხო მოძრაობა” აანონსებს გამაფრთხილებელ აქციას სავარაუდო კვლავ გაყალბებისთვის და ვადამდელი არჩევნებისთვის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.

ეს ყველაფერი ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი. რომ არ მოხდეს გაყალბება, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა”, — განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისი თქმით, აქცია უკვე ენმ-ის მონაწილეობით გაიმართება 14 ოქტომბერსაც.

“10-ში აქციას იწყებს სახალხო მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და მეორე ტურის არგასაყალბებლად. 14-ში გრძელდება ეს ყველაფერი”, — თქვა თაკო ჩარკვიანმა.

თავად “ნაციონალურმა მოძრაობამ” ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გუშინ, 7 ოქტომბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დააანონსა, თუმცა თარიღი არ დაუკონკრეტებია. ენმ-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მათი აქციის დრო არ დაკონკრეტებულა და არ იციან, თაკო ჩარკვიანმა რა დააანონსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი