ახალი ამბები

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს

8 ოქტომბერი, 2021 •
სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ზვიად კუპრავა დააკავეს

რუსთავის ციხესთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტი ზვიად კუპრავა დააკავეს.

პოლიციის განმარტებით, ის არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და გაფრთხილებას, რომ ადმინისტრაციულ შენობაზე წარწერების გაკეთება არ შეიძლება. ექსპრეზიდენტის მომხრეები რუსთავის ციხის კედლებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ტოვებდნენ წარწერას: “თავისუფლება მიშას”.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი