ახალი ამბები

რიჟვაძეს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში

8 ოქტომბერი, 2021 • 882
რიჟვაძეს ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი და მათ გადასარჩენად დამატებითი ძალების მობილიზება ხდება. თუმცა არ იცის, ამ დროისთვის [13:54] რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრევებში.

რიჟვაძის განცხადებით, ამ წუთებში მიმდინარეობს კონტაქტი ნანგრევებში მოყოლილ და კორპუსის მცხოვრებელ პირებთან. რაც შეეხება ნგრევის გამომწვევ მიზეზებს, რიჟვაძის თქმით, ამის შესახებ საუბარი ნაადრევია და ყველაფერს გამოძიება დაადგენს:

“ძალიან მძიმე შემთხვევაა, ბავშვი გადაარჩინეს მაშველებმა, მაგრამ ნანგრევებში ადამიანები არიან. მაშველები აგრძელებენ მუშაობას, დამატებითი ძალების მობილიზება და ყველაფერი გაკეთდება, რომ მოხდეს იქ დარჩენილი ადამიანების გადარჩენა.

ხდება კონტაქტი იქ დარჩენილ და მცხოვრებ ადამიანებთან, ვერსიებზე ვერაფერს გეტყვით, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ახლა მთავარია ვუშველოთ იმ ადამიანებს, ვერსიები მოგვიანებით”, — ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი