ახალი ამბები

გურიაში სასაფლაოების მძარცველები დააკავეს

8 ოქტომბერი, 2021 • 862
გურიაში სასაფლაოების მძარცველები დააკავეს

გურიაში, სასაფლაოების ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1980 წელს დაბადებული რ.პ. და 1991 წელს დაბადებული კ.კ., მიცვალებულისადმი უპატივცემულობის და საფლავზე არსებული ნივთის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დააკავეს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციამ სასაფლაოს ნაძარცვი ღობეები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი