ახალი ამბები

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

7 ოქტომბერი, 2021 • 1063
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები დააკავეს

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები — აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე — დააკავეს.

გამოძიების თანახმად, 2000 წელს დაბადებული აკო ჭელიძე და 1999 წელს დაბადებული გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.

შსს-ს თანახმად, აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელისა ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან, გიორგი კავილაძესთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შსს-მ მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ 18 სექტემბერს განაცხადა, თუმცა ბრალდებულები ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდნენ.

ნიკა კვარაცხელია ვერაზე 15 სექტემბერს დაჭრეს. ის მომდევნო დღეს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი