პარტიების გადამოწმებულ სიებს ცსკ–ო გადაამოწმებს

5 თებერვალიდან, ამომრჩეველთა სიების “კარდაკარ” გადამოწმების პროცესი დავით უსუფაშვილის თქმით ვერ დაიწყება. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის თქმით თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიებისთვის ამომრჩეველთა სიები 5 თებერვლისთვის უნდა მიეწოდებინა: “როგორც ჩანს 15 თებერვლამდეც ვერ მოხერხდება. ამბობენ რომ კომპიუტერულ დამუშავებას მეტი დრო სჭირდება.”

5 თებერვალიდან, ამომრჩეველთა სიების “კარდაკარ” გადამოწმების პროცესი დავით უსუფაშვილის თქმით ვერ დაიწყება. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის თქმით თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიებისთვის ამომრჩეველთა სიები 5 თებერვლისთვის უნდა მიეწოდებინა: “როგორც ჩანს 15 თებერვლამდეც ვერ მოხერხდება. ამბობენ რომ კომპიუტერულ დამუშავებას მეტი დრო სჭირდება.”

12 პარტიამ, რომლებმაც უკვე გამოთქვეს სიების გადამოწმების პროცესში მონაწილეობის სურვილი ვადა 15 მარტამდე აქვთ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წელს მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად და პროცესში მონაწილეობის საშუალება სახელმწიფო დაფინანსების მქონე 14 პარტიას ჰქონდა. ორმა პარტიამ – ეროვნულმა ფორუმმა და ლეიბორისტულმა პარტიამ უარი განაცხადეს მონაწილეობაზე.

მივიღებთ თუ არა 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სრულყოფილ ამომრჩევლის სიას და გაითვალისწინებს თუ არა ცეესკო ოპოზიციური პარტიების მონიტორინგის შედეგებს?

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ “საარჩევნო კომისიებს კანონი, საარჩევნო კოდექსის მეცხრე მუხლი, ავალდებულებს გაითვალისწინოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზები და უზუსტობები, თუ ეს არის დასაბუთებულია.”

ამასთანავე იგი აღნიშნავს, რომ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საკმარისი არ არის. 

“არამარტო ოპოზიციური პარტიების, ყველა შენიშვნას გაითვალისწინებს ცეესკო. თუმცა გადამოწმების გარეშე პირდაპირ რომ ავიღოთ და რამე ცვლილება შევიტანოთ, ასე რა თქმა უნდა არ მოვიქცევით. Kკანონი ჩვენ ამის საშუალებას გვაძლევს” –  აცხადებს გიზო მჭედლიძე, ცენტრალური საარცევნო კომისიის.  მჭედლიძის თქმით ამისათვის ცეესკო დამატებითი თანხების  გამოყოფას არ აპირებს, რადგან საჭიროება არ არსებობს.

ორმა პარტიამ, რომელთაც ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მიეღოთ დაფინანსება ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან სიების გადასამოწმებლად უარი განაცხადეს მონაწილეობაზე. მათგან ერთ–ერთი ლეიბორისტული პარტია.

ლეიბორისტ გიორგი გუგავას განმარტებით ამის მიზეზი არჩევნების ბოიკოტია: ” არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობას, ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული. ხელისუფლებას რომ ჭირდებოდეს ზუსტი სიების გამოქვეყნება, გამოაქვეყნებდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუსტი სიები არსებობს”.

გუგავა ამბობს, რომ  “თუ მეპატრონემ არ განაცხადა უარი და არ ამოეწერა სახლიდან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მათი ამოღების უფლება არა აქვს სიებიდან, 1989 წლის შემდეგ სახალხო აღწერა არ ჩატარებულა. 2010 წელს უნდა ჩატარებულიყო და დღევანდელ ბიუჯეტში საერთოდ არ დააფინანსეს, იმიტომ რომ არ ჭირდებათ სიების დადგენა“.

ამომრჩეველთა სიებს ცეესკო სამოქალაქო რეესტრიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული სიებით ადგენს. გიზო მჭედლიძის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრმა უკვე გადაუგზავნა მონაცემები. თუმცა  “მაგალითად თუ ადამიანი  გარდაიცვალა და მისმა ოჯახმა არ აიღო გარდაცვალების მოწმობა, ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრს არ ექნება. თუკი ტექნიკური შეცდომაა, ვთქვათ  მისამართი ოპერატორმა არასწორად აკრიფა, ეს შეცდომაა და გადამოწმების შემდეგ  შევიტანთ ცვლილებას. Aამის პრობლემა არ არსებობს”.

როგორც სამოქალაქო რეესტრში განმარტავენ, 2009 წელს 25 ნოემბერს ჩაატარეს ბრიფინგი რომელზეც  გაახმოვანეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები. Aამ ცვლილების თანახმად სხვადასხვა დაწესებულებისა და პასუხისმგებელი თანამდებობის პირს დაეკისრა ვალდებულება სამოქალაქო რეესტრს შეატყობინოს გარდაცვალებისა და დაბადების ფაქტების შესახებ.

აღნიშნული ვალდებულების დარღვევისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით. კერძოდ, პირის გარდაცვალების შეტყობინების შეუსრულებლობისთვის სოფელში, თემსა და დაბაში მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული, აგრეთვე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო სამედიცინო დაწესებულების, პანსიონატის, თავშესაფრის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაჯარიმდება 500 ლარით.

“ამით ჩვენ ვებრძვით მკვდარი სულების თემატიკას საარჩევნო სიებში.”  Gაცხადებს გიორგი მოლოდიშვილი სამოქალაქო რეესტრიის პრეს სამსახურიდან. 

თუმცა ასეთი მკვდარი სულების არსებობა არც წელსაა გამორიცხული.

 სიები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ “კარდაკარ” პრინციპით 2007 წელსაც გადაამოწმა. თუმცა მაშინ გადამოწმების პროცესში პარტიები არ ირებდნენ მონაწილეობას და არასწორი სიების გამო აკრიტიკებდნენ ცეესკოს.

წელს  პარტიებისთვის სიების გადასამოწმებლად გამოყოფილი მილიონ 200 ათასი ლარი პროპორციულად ნაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომლებსაც სიების გადამოწმებაში სურს მონაწილეობა. თორმეტ პარტიას შორის არის ნაციონალური მოძრაობაც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ყანჩაშვილი