ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ მისი საქმე პოლიტიკურია.
საუბარია ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომ სააკაშვილი “წესიერად მოიქცეს”, თორემ კიდევ სხვა მუხლებს დაუმატებენ.
“ეს არის პირდაპირი აღიარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. სავალალო და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან”, – წერს ტვიტერზე რასა იუკნევიჩიანე.
It is a blunt recognition by the Georgian Prime Minister that the case against Saakashvili is political. Deplorable and incompatible with the status of EU Associated country pic.twitter.com/co9oWDWv8i
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) October 5, 2021
“წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით გააკეთა.
იმედის ეთერში საუბრისას ღარიბაშვილს გააცნეს სააკაშვილის წერილი ნიკა მელიასადმი, რომელიც მან ზემოხსენებული კომენტარით შეაფასა.