ახალი ამბები

აუსტრევიჩიუსი: სააკაშვილის დაკავება ზრდის პოლარიზაციას

5 ოქტომბერი, 2021 • 1030
აუსტრევიჩიუსი: სააკაშვილის დაკავება ზრდის პოლარიზაციას

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, Renew Europe Group-ის წევრი, პეტრას აუსტრევიჩიუსი “ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას ზრდის:

“მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის დამატებითი დევნისგან და აჩვენოს ესოდენ საჭირო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია”, – წერს ევროპარლამენტარი “ტვიტერზე”.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ორ სისხლის სამართლის საქმეზეა მსჯავრდადებული. მის წინააღმდეგ სულ 4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, აქედან ორთან მიმართებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი