ახალი ამბები

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა

5 ოქტომბერი, 2021 • 820
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაიღუპა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შემთხვევა გუშინ, 4 ოქტომბერს მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ შემთხვევის ადგილას მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა. სამსახურის ცნობით, სხვა დაშავებულები არ არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ნეტგაზეთი არკვევს დამატებით ინფორმაციას დაშავებულების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი