ახალი ამბები

42 გარდაცვლილი და კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა – 5 ოქტომბერი

5 ოქტომბერი, 2021 •
42 გარდაცვლილი და კორონავირუსის 2 800 ახალი შემთხვევა – 5 ოქტომბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი და გამოჯანმრთელდა კიდევ 1 485 პირი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 679 კვლევა ტესტით, მათ შორის, 23 554 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 125 -PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.31%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.16%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 800 ახალი შემთხვევა შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 882 შემთხვევა,
  • აჭარა – 103,
  • იმერეთი – 572,
  • ქვემო ქართლი – 174,
  • შიდა ქართლი – 153,
  • გურია – 60,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 260,
  • კახეთი – 409,
  • მცხეთა-მთიანეთი – 77,
  • სამცხე-ჯავახეთი – 66,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 19 131, საიდანაც 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 947 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  621 420-ს.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 9 110 პირი ემსხვერპლა, ხოლო  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 593 153-მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი