ახალი ამბები

ქუთაისში აფეთქების შედეგად სახლი ჩამოინგრა

4 ოქტომბერი, 2021 • 1124
ქუთაისში აფეთქების შედეგად სახლი ჩამოინგრა

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სახლი ჩამოინგრა. ადგილობრივი რადიოს, “ძველი ქალაქის” თანახმად, 4 ოქტომბრის დილას მომხდარი შემთხვევა ბუნებრივი აირის დაგროვებას უკავშირდება.

აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. “ძველი ქალაქის” მიხედვით, ჩამონგრეული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

დამატებით დეტალებთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პასუხს ელის.

აფეთქების შედეგად ჩამონგრეული შენობა ქუთაისში. ფოტო: ქეთევან ბერძენიშვილი/რადიო ძველი ქალაქი

მასალების გადაბეჭდვის წესი