ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“მზად ვარ, ალიევს ტყვეების სანაცვლოდ დანაღმული მიწების რუკები გადავცე” | ფაშინიანი

4 ოქტომბერი, 2021 • 1186
“მზად ვარ, ალიევს ტყვეების სანაცვლოდ დანაღმული მიწების რუკები გადავცე” | ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა.

გარდა ამისა, როგორც ფაშინიანმა თქვა, მზადაა, შეხვედრის დროს ალიევს დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცეს ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრა შესაძლოა ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში უახლოეს მომავალში შედგეს. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, გრიგორიანი ამბობს, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციისთვის რუსეთის შუამავლობით, თუკი ბაქოს ამის მზაობა ექნება.

“მე მზად ვარ ბატონ ფაშინიანთან შეხვედრისთვის ნებისმიერ დროს, როდესაც ის მზად იქნება. ვფიქრობ, ეს შეიძლება იმის მაჩვენებელი იყოს, რომ ომი დასრულდა და ეს ფურცელი გადავშალეთ”, – განაცხადა ალიევმა რამდენიმე დღის წინ ესპანურ სააგენტოსთან EFE საუბრისას.

ბაქოს და ერევანს შორის მედიაციის ბოლომდე მიყვანის სურვილი და მზაობა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც გამოთქვა.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბაქოსა და ერევანს შორის მედიაციას გააგრძელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი