ახალი ამბები

“ქალბატონ ემას შეუძლია, ნებისმიერ დროს წაიღოს მიკროფონი” — წულუკიანი

4 ოქტომბერი, 2021 • 925
“ქალბატონ ემას შეუძლია, ნებისმიერ დროს წაიღოს მიკროფონი” — წულუკიანი

საქართველო კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, თუ როდის აპირებს “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის დაბრუნებას, ამბობს, რომ ემა გოგოხიას ნებისმიერ დროს შეუძლია მიკროფონი მისგან წაიღოს:

“რაც შეეხება “მთავარი არხის”, კი არა და, ემა გოგოხიას მიკროფონს, ქალბატონ ემას შეუძლია ნებისმიერ დროს ეს მიკროფონი ჩემგან წაიღოს. ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში და ალბათ მოვხვდები, ვინაიდან მეორე ტურია, რა თქმა უნდა, შეძლებს ის თავისი მიკროფონის დაბრუნებას იმიტომ, რომ თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელადმა, რომელიც ციხიდან გელოდებათ, განიცხადეთ პოლიტიკური კრახი”, — ამბობს თეა წულუკიანი.

წულუკიანმა ემა გოგოხიას მიკროფონი სენაკის თეატრში 22 ივლისს წაართვა იმ დროს, როცა ჟურნალისტი მასთან მივიდა და კითხვა დაუსვა. ჟურნალისტმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იუსტიციის მინისტრისთვის მიკროფონი არ გამოურთმევიათ.

იმავე დღეს წულუკიანი გოგოხიასთვის წართმეული მიკროფონით თეატრის სცენაზე ავიდა და თქვა:

“მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ — ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები — როცა 3 ოქტომბერს დილით ესენი სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი”.

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი