ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ფოთის მერის გამოსავლენად შესაძლოა, არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდეს აუცილებელი.
3 ოქტომბრის 08:00 საათის წინასწარი შედეგების მიხედვით, ფოთში დათვლილია უბნების 54.55%. ამ მონაცემებით, გიგი უგულავას, რომელიც არჩევნებში ენმ-ის საარჩევნო ნომრით მონაწილეობდა, ხმების 37.44% აქვს მიღებული, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ბექა ვაჭარაძეს კი- 47.73%.
14.83% აქვს გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატ გიორგი აბსარიძეს.