ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების დახურვიდან თითქმის 10 საათის შემდეგ დაიწყო 2 ოტქომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნება.
დილის 07:30 საათის მონაცემებით, 769 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 163 უბანი, რაც ხმების 21.2%-ია. ამ წინასწარი შედეგების მიხედვით, პარტიების შედეგები თბილისში ასეთია:
- „ქართული ოცნება“ — 40.64%;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 29.38%;
- „გახარია — საქართველოსთვის“ — 8.49%;
- „ლელო“ — 3.37 %;
- „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ — 2.99%
- „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ — 2.37 %;
- „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ —2.24%;
- „ელენე ხოშტარია – დროა“ — 1.97 %;
- „გირჩი“ — 1.44 %;
- „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ — 1.69%;
- „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ — 1.38 %;
- „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ — 1.07%;
- „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ — 1.06%.
დანარჩენი პარტიების მონაცემები ამ დროისათვის 1%-ზე ნაკლებია.