ახალი ამბები

“ოცნება” 10-ზე მეტ რაიონში II ტურს პროგნოზირებს და არც თბილისში გამორიცხავს

3 ოქტომბერი, 2021 • 1539
“ოცნება” 10-ზე მეტ რაიონში II ტურს პროგნოზირებს და არც თბილისში გამორიცხავს

“ქართული ოცნება” თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურს არ გამორიცხავს.

“ქართული ოცნება” ეყრდნობა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს, რომლის მიხედვითაც კახა კალაძეს 51.3% უჭერს მხარს, თუმცა ამბობს, რომ 3%-იანი ცდომილების გათვალისწინებით, “გადაჭრით არაფრის თქმა არ შეუძლია”.

“ჩვენი სურვილი იქნება, რომ ეგზტიპოლი შეცდეს ამ სამი პროცენტის ფარგლებში მეტობით, მაგრამ არაფერია გამორციხული. შესაძებელია იყოს ნაკლები და გადაჭრით ამაზე საუბარი ვერ იქნება”, — განაცხადა მდინარაძემ.

ის ასევე ფიქრობს, რომ მეორე ტური ჩატარდება 10-ზე მეტ და 20-ზე ნაკლებ საარჩევნო ოლქში.

“დაგიდასტურებთ, რომ არცთუ ცოტა რაიონში იქნება მეორე ტური. ეს არ იქნება, დავუშვათ, ნახევარი რაიონების, მაგრამ არ იქნება ორი და სამი. რამდენიმე და არაერთი მეორე ტური იქნება, შეიძლება ეს ათზე მეტიც კი იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, არ იქნება 20-ზე მეტი”, — განაცხადა მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი