დეპუტატი სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია 2020 წლის შეცდომას არ გაიმეორებს და მეორე ტურებში მონაწილეობას მიიღებს.
“იმედია, ოპოზიცია, რომელმაც, საბოლოო ჯამში, პროპორციული უკვე მოიგო, არ გაიმეორებს 2020-ის შეცდომას (ცხადია, ჩემი აზრით). მეორე ტურებზე, სადაც შედგება, ყველგან გავა. დაველოდოთ დამკვირვებლების შეფასებებს, მაგრამ, პრინციპულად, ამ უთანასწორო ბრძოლის წესებში, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი შეცვლილა. მიუხედავად ამისა, “ოცნება” დღეს სასიკვდილოდ დაიჭრა”, — წერს სალომე სამადაშვილი.