ახალი ამბები | , ,

ISFED: ჩვენმა წარმომადგენლებმა 20:00 საათისთვის 199 საჩივარი და 56 განაცხადი დაწერეს

3 ოქტომბერი, 2021 | | 475
ISFED: ჩვენმა წარმომადგენლებმა 20:00 საათისთვის 199 საჩივარი და 56 განაცხადი დაწერეს

“სამართლიანი არჩევნების” [ISFED] ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დახურვის დროისთვის, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა სახის დარღვევა დააფიქსირეს, მათ შორის დარღვევები დაფიქსირდა როგორც უბნებს შიგნით, ასევე, მათ მიმდებარედაც.

ISFED-ის წარმომადგენლებმა 199 საჩივარი და 56 განაცხადი დაწერეს. მათ შორის საუბნო საარჩევნო კომისიებში შეიტანეს 104, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 95 საჩივარი. ასევე, 56 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

“„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის მისიის მიერ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარებდა. თუმცა გამოიკვეთა ცალკეული ტენდენციები, რომლებმაც არჩევნების დღის გარემოზე უარყოფითად იმოქმედა. დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა, არასათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე ხმის მიცემის რამდენიმე შემთხვევა და მარკირების გავლისა და შემოწმების პროცედურის დაუცველად ხმის მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, რეგისტრატორებს გამორჩათ ამომრჩეველთა ხელმოწერები. დაფიქსირდა ბიულეტენის გაცემის წესის დარღვევა. ხშირი იყო „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც ძირითადად გამოიხატებოდა მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და ჰქონდა განგრძობადი ხასიათი.

გარე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა სატრანსპორტო საშუალებებით ამომრჩეველთა ტრანსპორტირება საარჩევნო უბნამდე. საარჩევნო უბნების ნაწილთან აღინიშნებოდა პარტიის კოორდინატორთა, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებელთა და/ან დაუდგენელ პირთა შეკრება, რომლებიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში და/ან მის ფარგლებს გარეთ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჯგუფებად იმყოფებოდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, იქ მყოფი პირები კომუნიკაციაში შედიოდნენ ამომრჩევლებთან. უბნების ნაწილთან ფიქსირდებოდა ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები. გამოვლინდა საარჩევნო უბანთან ამომრჩევლებისთვის ფულის გადაცემის შემთხვევები. დაფიქსირდა “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებიც”, – განმარტებულია ISFED-ის განცხადებაში.

“სამართლიანი არჩევნების” ცნობით, კენისყრის მიმდინარეობისას, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, საარჩევნო უბნების 99%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით, უბნების 98.8%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, 98.8%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, 97.8%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო, 98.7%-ზე არ დაფიქსირებულა ფიზიკური ძალადობის, ზეწოლისა და მუქარის ფაქტები.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, “სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, 17:00 საათის შემდეგ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა შემდეგი სახის დარღვევები გამოავლინეს:

ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (1 შემთხვევა)

  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #13 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, კერძოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი უბნის გარეთ არიგებდა თანხას.

მარკირების წესის დარღვევა (4 შემთხვევა)

  • #3 საბურთალოს ოლქის #34 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა 2 ამომრჩეველს ხმის მიცემისას არ გაუკეთა მარკირება. ამასთან, რეგისტრატორმა არ გაითვალისწინა დამკვირვებლის ზეპირი მითითება. კომისიის თავმჯდომარემ კი რეგისტრატორს სიტყვიერი შენიშვნა მისცა;
  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორებმა მინიმუმ 3 შემთხვევაში არ განახორციელეს ამომრჩეველთა მარკირება. კომისიის თავმჯდომარემ სიტყვიერად მიუთითა მარკირების წესის დაცვისაკენ;
  • #16 საოლქო საარჩევნო კომისიის #10 საარჩევნო უბანზე არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამომრჩეველი განმეორებით გამოცხადდა უბანზე ხმის მისაცემად. დამკვირვებელმა კომისიის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ შეემოწმებინათ, ამომრჩეველს გავლილი ჰქონდა თუ არა მარკირება, რაზეც უპასუხა, რომ უკვე გავლილი ჰქონდა და აღარ გადაამოწმებდა, მიუხედავად იმისა, რომ მარკირების შემოწმებას ითხოვდა ოლქის წევრი გოჩა ბუცხრიკიძეც. თავმჯდომარემ დაიწყო ჩხუბი და ამომრჩეველს სწრაფად გაუკეთეს მარკირება ისე, რომ მარკირების შემოწმებამ აზრი დაკარგა;
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი არაერთხელ დაუშვეს მარკირების შემოწმებისა და მარკირების გაკეთების გარეშე.

ელექტროენერგიის გათიშვა (3 შემთხვევა)

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #64 საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა 20-25 წუთის განმავლობაში. უბანზე შეჩერდა საარჩევნო პროცესი. ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ პროცესი გაგრძელდა შეუფერხებლად;
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #81 საარჩევნო უბანზე გაითიშა ელექტროენერგია. საარჩევნო პროცესი არ შეწყვეტილა, დენის გათიშვის პერიოდში საარჩევნო უბანზე მივიდნენ საოლქო კომისიის თანამშრომლები და მიიტანეს სანთლები. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა დაახლოებით 15 წუთში;
  • #20 რუსთავის #15 უბანზე გაითიშა ელექტროენერგია, რის შედეგადაც საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის პროცესი შეაჩერა.

არაუფლებამოსილი პირები უბანზე (1 შემთხვევა)

  • #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე შეინიშნება რამდენიმე არაუფლებამოსილი პირის გადაადგილება, რომლებიც თავიანთი მოსაზრებით ეხმარებიან სხვა ამომრჩევლებს. არაერთი მითითების მუხედავად, თავმჯდომარე არ აძევებს აღნიშნულ პირებს უბნის ტერიტორიიდან. ასევე, კენჭისყრის ოთახში შეინიშნება ნასვამი ამომრჩევლების გადაადგილება. აღნიშნულ უბანზე „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს კომისია და დამსწრე პირები მტრულ გარემოს უქმნიან.

ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული დარღვევები (1 შემთხვევა)

  • #67 ზუგდიდის #39 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი შეყვანილი იყო სპეცილურ სიაში აღნიშნულ უბანზე, თუმცა იგი მივიდა #38 უბანზე და სამაგიდო სიით მისცა ხმა;
    #66 ხობის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორის მიერ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა სამით აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობას.

ვიდეოგადაღების წესის დარღვევა (1 შემთხვევა)

  • #22 მარნეულის ოლქის #45 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300-ს, თუმცა ადგილზე არ არის ხმის დათვლის ვიდეოგადამღები მოწყობილობა.

ხმის დათვლის პროცესის დარღვევა (1 შემთხვევა)

  • #81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილმა საუბნო საარჩევნო კომისიის 9 წევრმა მონაწილეობა მიიღო საკრებულოს მაჟორიტარული სისტემით გამართულ არჩევნებში. შესაბამისად, აღნიშნულ უბანზე მაჟორიტარული სისტემით გამართულ არჩევნებში 9 ბიულეტენით მეტი ხმა ფიქსირდება.

უბნის გარეთ დაფიქსირებული დარღვევები/ტენდენციები (13:00-19:00):

სავარაუდო მოსყიდვა (2 შემთხვევა)

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანთან ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველს დაუდგენელმა პირმა გადასცა თანხა, რის შემდეგაც აღნიშნულმა პირებმა დატოვეს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია;
  • #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #48 უბანთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ერთ-ერთ ამომრჩეველს გადასცა თანხა.

ამომრჩეველთა აღრიცხვა (7 შემთხვევა)

  • ბათუმის საარჩევნო ოლქის #3 საარჩევნო უბანთან კენჭისყრის შენობიდან დაუდგენელი პირი, რომელსაც თან ჰქონდა სია, ეკითხებოდა საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს, მისცეს თუ არა ხმა;
  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #19, #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #49, #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #35, და #17 თელავის საარჩევნო ოლქის #5 უბნებთან შეინიშნება ჯგუფთა შეკრება, რომლებიც ახორციელებდნენ ამომრჩეველთა აღრიცხვას. უმეტეს შემთხვევაში, თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები;
  • #58 წყალტუბოს საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანთან მანქანაში მყოფი პირები აღრიცხავდნენ უბანზე მოსულ ამომრჩევლებს;
  • #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #35 საარჩევნო უბნის შესასვლელში შეინიშნებოდა პირის მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა;
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანთან შეკრებილ პირებს თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სახელობითი სიები, რომლებსაც, ასევე, კომუნიკაცია ჰქონდათ ამომრჩევლებთან;
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #102 საარჩევნო უბანთან შემდეგი პარტიების კოორდინატორები აწარმოებდნენ მისული ამომრჩევლების აღრიცხვას – “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “საქართველოსთვის”;
  • #39 ასპინძის #15 უბანთან დაუდგენელი პირი ახდენდა ამომრჩეველთა აღრიცხვას.

ამომრჩეველთა მობილიზება (6 შემთხვევა)

  • #51 Ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #24; #33 ქარელის საარჩევნო ოლქის #24; #58 წყალტუბოს #49; #58 წყალტუბოს #49; #56 ჭიათურის საარჩევნო ოლქის #58; #32 გორის საარჩევნო ოლქის #1; #21 Გარდაბნის საარჩევნო ოლქის #65; #58 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #12; # 32 გორის საარჩევნო ოლქის #1 და #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #12 უბნებზე ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალებით რამდენიმეჯერ მოიყვანეს ადამიანების ჯგუფი ხმის მისაცემად;
  • ისნის #33 საარჩევნო უბანთან მობილიზებულია პირთა ჯგუფი, რომელიც აკვირდება მოსულ ამომრჩევლებს.
  • #6 Სამგორის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანთან მობილიზებულია პირთა ჯგუფი, რომლებმაც საარჩევნო უბანზე 10 -მდე ადამიანი მოიყვანეს ხმის მისაცემად.
  • #2 ვაკის #75 უბანზე იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც ახდენდა ამომრჩევლის მობილიზებას და დაჰყვებოდა მათ საარჩევნო უბანთან;
  • #83 Ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის დაშორებით შეკრებილი იყო ჯგუფი, რომელიც განიხილავდა ამომრჩევლების მობილიზების საჭიროებას უბანზე დაბალი აქტივობის გამო და რეკავდნენ ტელეფონით;
  • #60 ოზურგეთის #58 საარჩევნო უბანთან ორი პირი საუბრობდა ერთმანეთში, რომ მოახერხეს რამდენიმე ადამიანის მობილიზება.

აგიტაციის გაწევა (3 შემთხვევა)

  • #30 კასპის საარჩევნო ოლქის #29 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის დაშორებით მყოფი ორი პირი მიმართავდა მისულ ამომრჩევლებს პარტია “ქართული ოცნების” სასარგებლოდ: ,,ხომ იცი, ხმა ვის უნდა მისცე, ხომ იცი 41″;
  • #20 Რუსთავის საარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანთან 100 მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ პარტიების: “ქართული ოცნება”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “საქართველოსთვის” კოორდინატორები, რომლებიც უბანზე მოსულ ამომრჩევლებს გადასცემდნენ სააგიტაციო მასალას, საარჩევნო ნომრებს;
  • # 16 ყვარლის #30 უბანთან დღის განმავლობაში შეკრებილი პირები ურეკავდნენ ადამიანებს და მოუწოდებდნენ არჩევნებზე მოსვლისკენ. მათგან ერთ-ერთმა 19:30 საათზე ამომრჩევლებს მოუწოდებდა, რომ ხმა მიეცათ ქართული ოცნებისთვის და შემოეხაზათ N41.

Სააგიტაციო მასალა (1 შემთხვევა)

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #44 საარჩევნო უბნიდან 15 მეტრის რადიუსში განთავსებული იყო სააგიტაციო მასალა, კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის “გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო” პლაკატი.

Სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება (1 შემთხვევა)

  • გორის #1 საარჩევნო უბანთან “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელს უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. Მოგვიანებით დადგინდა, რომ ის “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული პირია.

ამომრჩეველთა შეკრება საარჩევნო უბნიდან 100 მეტრამდე რადიუსში (3 შემთხვევა)

  • #22 მარნეულის #38; #20 Რუსთავის #68; #7 ჩუღურეთის #48, #60 ოზურგეთის #18, #16 ყვარლის #30; #3 საბურთალოს #44; #39 ასპინძის #15 და #11 საგარეჯოს #14 უბნებთან შეკრებილი იყო დაუდგენელ პირთა ჯგუფი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა ადგილზე;
  • #67 ზუგდიდის #33 საარჩევნო უბანთან შეკრებილი პირები ამომრჩევლებს ეკონტაქტებოდნენ ხმის მიცემის შემდეგ;
  • #66 Ხობის საარჩევნო ოლქის #21 საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა ქართული ოცნების დეპუტატი დაჩი ბერაია, 7-10 მოქალაქესთან ერთად.

Შეკრება 100 მეტრის მოშორებით (1 შემთხვევა)

  • #67 ზუგდიდის #33 საარჩევნო უბანთან დაუდგენელი პირები ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ ავტომობილით, რომლებიც ტელეფონით საუბრობდნენ.

ამომრჩევლის კონტროლი 100 მეტრიდან მოშორებით (1 შემთხვევა)

  • #62 Ჩოხატაურის #4 საარჩევნო უბანთან 300 მეტრის მოშორებით იდგა ავტომობილი, რომელშიც სავარაუდოდ იმყოფებოდნენ კოორდინატორები და ახდენდნენ ამომრჩეველთა აღრიცხვას. ასევე, მიმდინარეობდა მოქალაქეებთან სატელეფონო კავშირი და არჩევნებზე მისვლის თხოვნა.

კოორდინატორების მობილიზება (2 შემთხვევა)

  • #20 Რუსთავი #56 უბანთან შეინიშნებოდა კოორდინატორების (სავარაუდოდ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის) მობილიზება საარჩევნო უბანთან. მათგან ერთ-ერთს კომუნიკაცია ჰქონდა ქართული ოცნების დამკვირვებელთან და ამომრჩევლების მოსვლის შესახებ ინფორმაციას ინიშნავდა ფურცლებზე;
  • #6 სამგორის #49 უბანთან “ქართული ოცნების” კოორდინატორი ამომრჩევლებს ესაუბრებოდა ხმის მიცემის შემდეგ.

საეჭვო აქტივობა (2 შემთხვევა)

  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველთა უმრავლესობა შედიოდა კენჭისყრის შენობის მოპირდაპირედ განთავსებულ შენობაში, სადაც, სავარაუდოდ, განთავსებულია სოფელ ახკერპის მერის წარმომადგენლის ოფისი. შენობაში შესული ამომრჩევლები ადგილზე ჩერდებოდნენ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, რის შემდგომაც ტოვებდნენ ადგილს. იმავე შენობაში, უბნის დატოვების შემდგომ, შევიდა კომისიის მდივანი.

Სხვა ტენდენციები (3 შემთხვევა)

  • #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბანთან კომისიის თავმჯდომარე ტოვებდა საარჩევნო უბანს გარეთ და ტელეფონის საშუალებით ინფორმაციას აწვდიდა ამომრჩევლების რაოდენობის შესახებ. ერთ-ერთი ზარის დროს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “როგორც ვიცი, 300 ადამიანი გვყავს”;
  • #2 ვაკის #75 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა პირი, რომელიც ამომრჩევლებს ესაუბრებოდა და მიჰყვებოდა კენჭისყრის ოთახამდე;
  • #8 დიდუბის #25 საარჩევნო უბანთან Საეჭვო პირი იმყოფებოდა, რომელიც ხშირად საუბრობდა ტელეფონით.

მასალების გადაბეჭდვის წესი