საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 51.92%-მა მიიღო. 20:00 საათამდე უბნებზე 1 815 776 ამომრჩეველი გამოცხადდა.
შედარებისთვის, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობა 45.65% იყო.
ყველაზე მაღალი აქტივობა ქვეყნის მასშტაბით რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა, სადაც არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლების 63.5%-მა მიიღო. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ქვემო ქართლში დაფისირდა – 47%.
რეგიონების მიხედვით ამომრჩეველთა აქტივობა ასე გამოიყურება:
- აჭარა – 56.4%;
- გურია – 60.2%;
- თბილისი – 49.1%;
- იმერეთი – 52.8%;
- კახეთი – 53.7%;
- მცხეთა – მთიანეთი – 54.2%;
- რაჭა ლეჩხუმი – 63.5%;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 52.8%;
- სამცხე-ჯავახეთი – 57.3%;
- ქვემო ქართლი – 47%;
- შიდა ქართლი – 51.3%.