ახალი ამბები

სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 83-ე უბანზე

2 ოქტომბერი, 2021 • 719
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის 83-ე უბანზე

მარნეულის 83-ე უბანზე, ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე ერთი საათით ადრე, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

პარტია “ლელოს” წარმომადგენლის განცხადებით, მარნეულის საოლქო კომისიაში “გირჩის” წარმომადგენელზე, ირაკლი ქველაძეზე იმ დროს იძალადეს, როდესაც მან სარეგისტრაციო მაგიდაზე არასწორად განთავსებული პირადობის მოწმობები დააფიქსირა.

მისივე თქმით, ამ დროს ინციდენტს მობილურის საშუალებით იღებდა, რა დროსაც მობილური გამოსტაცეს და დაუზიანეს.

უბნის თავმჯდომარის, ჯეირან ალმამედოვას განცხადებით, დაპირისპირება გაუგებრობას მოჰყვა.

ირაკლი ქველაძე, რომელმაც მანამდე ნეტგაზეთს განუცხადა, რომ 48-ე უბანზე მასზე იძალადეს, სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ნეტგაზეთი შსს-ში ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი